Merchandising Company
მობილური
(+995) 555 31 55 77
ელ-ფოსტა
info@display.ge
სამუშაო დრო
ორ - შაბ 8:00 - 19:00

კომპეტენტურად ორგანიზებული მერჩენდაიზინგი

მერჩენდაიზინგი გახლავთ ტევადი კონცეფცია, განმარტება ჩვეულებრივ მოცემულია იმ პოზიციიდან, ვინც მას ეხება. ამ შემთხვევაში მერჩენდაიზინგს კონცეფციას შევხედოთ მყიდველის პერსპექტივიდან. ჩვენ ყველანი მყიდველები ვართ. რა გვჭირდება მაღაზიაში? სწრაფად ვიპოვოთ სწორი პროდუქტი, ასევე სწრაფად ვიპოვოთ ერთმანეთთა დაკავშირებული პროდუქტები, გავეცნოთ ყველა შესაძლო ვარიანტს ან ვიპოვოთ რაიმე ახალი, ზოგჯერ კი უბრალოდ ვისიამოვნოთ შოპინგით. ყველა მყიდველს აქვს სხვადასხვა ამოცანა/მიზანი, მერჩენდაიზინგი კი წყვეტს ყველა ამ საკითხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპეტენტურად ორგანიზებული მერჩენდაიზინგი აადვილებს პროდუქტის არჩევის პროცესს. 

ასე რომ, მერჩენდაიზინგი არის მომხმარებელზე გავლენის მოხდენის ძლიერი ინსტრუმენტი, ასევე შესაძლებლობა საცალო მოვაჭრისათვის, შექმნას კონკურენტული უპირატესობა. ეს ყველაფერი იწყება შესყიდვის გადაწყვეტილების პროცესის გაგებით და იმ გამოწვევების აღწერით, რომლებსაც მყიდველები აწყდებიან მაღაზიაში. ამისთვის სასარგებლოა მომხმარებელთა დაკვირვება, მათთან საუბარი ან „თანხლებული შესყიდვის“ ორგანიზება - კვლევა, რომლის დროსაც მოდერატორი მომხმარებელთან ერთად დადის მაღაზიაში და პარალელურად სვამს კითხვებს.

კვლევის შედეგად მიიღება მასალას იმის აღსაწერად, თუ როგორი გამოცდილება ექნება მყიდველს მაღაზიაში. აქ უკვე ვითვალისწინებთ საკუთარ მიზნებს: მომხმარებლების მოზიდვას, საშუალო შემოსავლის გაზრდას და ლოიალობის მოპოვებას, რაც საბოლოოდ იწვევს გაყიდვების ზრდას.

შემუშავენულ იქნა C-REX Matrix, საცალო ვაჭრობის გამოცდილების მატრიცა. ეს არის სტრატეგიული საცალო ბიზნესის მოდელირების ინსტრუმენტი, სადაც ყურადღება გამახვილებულია მომხმარებელზე და გამოცდილებაზე, რომელიც მათ ექნებათ მაღაზიაში. თითოეული მომხმარებლის სეგმენტისთვის და თითოეული საცალო ფორმატისთვის, მასში აღწერილია:
•    პროდუქტის პორტფელი, რომელიც იყოფა ყიდვის პროცესის შესაბამის კატეგორიებად;
•    სერვისების კომპლექტი;
•    ატმოსფერო;
•    სარეკლამო არხები,
•    კლიენტის მოსალოდნელი რეგირება კონტაქტისგან;
•    მთავარი უპირატესობა, რომელიც ამართლებს თითოეული ფორმატის არსებობას მომხმარებელთა მინიმუმ ერთი სეგმენტისთვის მაინც.

C-REX Matrix-ის საფუძველზე, შესაძლებელია ვაწარმოოთ მომხმარებელთა გადაადგილების მოდელირება მაღაზიის ირგვლივ, რაც საფუძვლად უდევს დიზაინის პროექტის ელემენტებს, როგორიცაა: დაგეგმვა, ზონირება, ნავიგაცია, საცალო აღჭურვილობა და მასზე პროდუქციის განთავსება, საკომუნიკაციო მასალები, ე.ი. მერჩენდაიზინგის პრინციპები, წესები და ვიზუალური გადაწყვეტილებები.

კომპეტენტურად ორგანიზებული

ყველა მყიდველს აქვს სხვადასხვა...

პროდუქტის პოზიცია

პროდუქტის პოზიცია არის მომხმარელბის მიერ...

ფრომოუშენის დახმარებით

შეიძლება გამოვყოთ მერჩენდაიზინგის სხვადასხვა...
up