Merchandising Company
მობილური
(+995) 555 31 55 77
ელ-ფოსტა
info@display.ge
სამუშაო დრო
ორ - შაბ 8:00 - 19:00

პროდუქტის პოზიცია

პროდუქტის პოზიცია არის მომხმარელბის მიერ პროდუქტის შეფასება მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით. ეს არის პოზიცია, რომელიც მოცემულ პროდუქტს უჭირავს მყიდველის გონებაში კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით. ეს არის მყიდელის აღქმის, შთაეჭდილებისა და გრძნობის ერთობლიობა, რომელიც მას სხვა კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით ამ პროდუქტზე ჩამოუყალიბდა. პოზიციონირების რუკა კი პროდუქტის მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით, კონკურენტ ბრენდებთან მიმართებით, ბრენდის მდებარეობის დანახვის საშუალებას იძლევა. 

პოზიციონირების ამოცანის განსაზღვრა სამი საფეხურისგან შედგება: დადგინდეს შესაძლო კონკურენტულ უპირატესობათა ჩამონათვალი, ალტერნატივებიდან შეირჩეს სწორი კონკურენტული უპირატესობა და განისაზღვროს პოზიციონირების სტრატეგია. ამის შემდეგ კომპანიამ ეფექტური კომუნიკაცია უნდა აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან თავისი პოზიციის წარსადგენად.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა. ეს უკანასკნელი კი არის უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით, რაც განპირობებულია დაბალი, ანდა პირიქით, მაღალი ფასის დაწესებით, რომელიც პროდუქციისთვის მეტი ფასეულობის შეძენით არის გამართლებული.

კომპეტენტურად ორგანიზებული

ყველა მყიდველს აქვს სხვადასხვა...

პროდუქტის პოზიცია

პროდუქტის პოზიცია არის მომხმარელბის მიერ...

ფრომოუშენის დახმარებით

შეიძლება გამოვყოთ მერჩენდაიზინგის სხვადასხვა...
up