Merchandising Company
მობილური
(+995) 555 31 55 77
ელ-ფოსტა
info@display.ge
სამუშაო დრო
ორ - შაბ 8:00 - 19:00

ფრომოუშენის დახმარებით გაყიდვების გენერირება

შეიძლება გამოვყოთ მერჩენდაიზინგის სხვადასხვა სახეები: ვიზუალური, კომუნიკაციური. 
ვიზუალური მერჩენდაიზინგი მოიცავს: სავაჭრო ობიექტის ადგილის შერჩევას; გარე გაფორმებებს; მაღაზიის ვიტრინის გაფორმებას; შენობის დიზაინს; მაღაზიის შიდა გაფორმებას და ა.შ.

კომუნიკაციური მერჩენდაიზინგი კი მოიცავს გამყიდველის მომხმარებლებთან ურთიერთობის წესებს. 

კომუნიკაციური მერჩენდაიზინგის მიზნებია: მომსახურების სრული ციკლის განხორციელება სავაჭრო ობიექტებში (სავაჭრო წერტილებში); იმის უნარი, რომ გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი; პროდუქციაზე ინფორმაციის მაქსიმუმის მიწოდება; საცალო სავაჭრო წერტილებში პროდუქტის მუდმივად ყოფნის უზრუნველყოფა; კონკურენტების შესახებ ცოდნა; კონკურენტი კომპანიების საქმიანობის მეთვალყურეობა  და სხვ.

გაყიდვების პრომოუშენის (წინწაწევის) და მერჩენდაიზინგის სისტემის განხორციელება კომპანიაში მოითხოვს რიგი ღონისძიებების გატარებას: მერჩენდაიზინგის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; სტანდარტებზე კონტროლის განხორციელება; სტანდარტების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება.

მერჩენდაიზინგის სტანდარტი არის კორპორაციული დოკუმენტი, რომელიც მუშავდება და ინერგება მერჩენდაიზინგის სისტემის მხარდასაჭერად კომპანიაში. მყიდველის მიერ სავაჭრო ობიექტის აღქმის გათვალისწინებით შეიძლება გამოვყოთ სამი დონე: 
•    სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) შიდა ხედი; 
•    სავაჭრო დარბაზის დაგეგმარება; 
•    საქონლის თაროებზე გაწყობა. 

მაღაზიის შიდა ხედის (ინტერიერის) დიზაინისათვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი: მყიდველთა მიზნობრივი ჯგუფის მახასიათებლები; მიზნობრივი ჯგუფის ცხოვრების სტილი, გემოვნება და ინტერესები, ჩაცმის მანერა და ქცევა; როგორ ატარებენ თავისუფალ დროს და როგორ ხარჯავენ ფულს. 

სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) გაფორმების და მისი რეკლამის საკვანძო ელემენტია, აგრეთვე, ვიტრინა. აღსანიშნავია, რომ ვიტრინას აწყობენ მაღაზიის შიგნითაც. მაგრამ ფანჯრის ვიტრინები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენენ მომხმარებლებზე. ვიტრინების გაფორმებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ მაღაზიიდან რა მანძილზე გადაადგილდება პოტენციური მყიდველების ძირითადი ნაკადი. ფანჯრის ვიტრინა ალამაზებს მაღაზიას. ვიტრინების დანიშნულებაა გარკვეულწილად გააცნოს მომხმარებლებს საქონლის ასორტიმენტი, მიმდინარე სიახლეები.ვიტრინების გაფორმება და მოწყობა უნდა განხორციელდეს დახვეწილად და გემოვნებით. გაფორმებისას გამოყენებული ელემენტების მიხედვით განასხვავებენ: სასაქონლო, სასაქონლო-დეკორაციულ და სიუჟეტურ ვიტრინებს. ხოლო გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების ხასიათის მიხედვით ვიტრინები შეიძლება იყოს სტატიკური (უძრავი მოწყობილობების გამოყენებით) ან დინამიკური (როდესაც მოწყობილობის ცალკეული ელემენტები მოძრაობს).
სავაჭრო დარბაზის დაგეგმარება ესაა სავაჭრო დარბაზის ძირითადი ზონების განსაზღვრა, მასში საქონლის კატეგორიების განლაგება და სავაჭრო მოწყობილობის განლაგების გეგმა. 

გამოყოფენ დაგეგმარების სამ ძირითად სახეს: 
1.    გისოსი - სტელაჟების (თაროების) პარალელური განლაგება; ხშირად გამოიყენება სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტში, სამეურნეო და სამშენებლო საქონლის მაღაზიებში, წიგნის მაღაზიებში. 
2.    მყიდველთა მოძრაობის ორგანიზება წრიულად. ცენტრში განლაგებულია კუნძულისებური სავაჭრო აღჭურვილობა. გამოიყენება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში, საუველრო და სხვა მაღაზიებში. 
3.    ლაბირინთი - ყველა კონსტრუქცია და გასასვლელი განლაგებულია ასიმეტრიულად. მოსახერხებელია ახალგაზრდული საქონლის მაღაზიებისათვის, აგრეთვე, უჩვეული დიზაინის მქონე საქონლის მაღაზიებისათვის. მის ღირსებად ითვლება ინდივიდულურობა.

სავაჭრო დარბაზში შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი ზონა: შესასვლელი, სალარო და მყიდველთა ძირითადი ნაკადის ზონა. 
•    შესასვლელი ზონა - აქედან მყიდველს ყურადღება გადააქვს ქუჩიდან იმაზე თუ რა ხდება მაღაზიაში. 
•    საკასო (სალარო) ზონა - “ცხელი” ადგილი სავაჭრო დარბაზისა. მყიდველი, რომელმაც შეიძინა საქონელი, აუცილებლად მიდის სალაროსთან. ბევრი მაღაზია ხელოვნურად ქმნის პატარა რიგებს სალაროებთან იმ მიზნით, რომ მყიდველმა კიდევ იყოს რაიმე. ამისთვის მათ სთავაზობენ იმპულსური საქონლის სხვადასხვა სახეებს: ტკბილეული, ჟურნალები და სხვ. 
•    მყიდველთა ძირითადი ნაკადის ზონა - საგულდაგულოდ უნდა იყოს დაგეგმილი, მასზე პირდაპირ დამოკიდებულებაშია შესყიდვების რაოდენობა. მაღაზიათა უმრავლესობაში მყიდველთა ნაკადები გადაადგილდება მაღაზიის პერიმეტრში საათის ისრის საწინააღმდეგოდ ხდება, იმისათვის, რომ გაადვილდეს მყიდველთა გადაადგილება (შესვლა-გამოსვლა).

კომპეტენტურად ორგანიზებული

ყველა მყიდველს აქვს სხვადასხვა...

პროდუქტის პოზიცია

პროდუქტის პოზიცია არის მომხმარელბის მიერ...

ფრომოუშენის დახმარებით

შეიძლება გამოვყოთ მერჩენდაიზინგის სხვადასხვა...
up