Merchandising Company
მობილური
(+995) 555 31 55 77
ელ-ფოსტა
info@display.ge
სამუშაო დრო
ორ - შაბ 8:00 - 19:00

მერჩენდაიზინგის ტექნიკების დიფერენცირება

მერჩენდაიზინგის ტექნიკა გამოიყენება კატეგორიისთვის შერჩეული სხვადასხვა სტრატეგიის განსახორციელებლად. მერჩენდაიზინგის ტექნიკები მჭიდროდ არის დაკავშირებული პლანოგრამებსა და პლანოგრამის ანგარიშებთან.
მერჩენდაიზინგის ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტექნიკა გაყიდვების გასაზრდელად არის ჯვარედინი მერჩენდაიზინგი.
ეს ტექნიკა გამოიყენება მაღაზიებში მომხმარებლისათვის უკეთესი ატმოსფეროს შესაქმნელად და მიიღწევა მაშინ, როდესაც კომპლემენტური პროდუქტები განთავსდება ერთმანეთთან ძალიან ახლოს იმ იდეით, რომ ისინი ერთად გაიყიდება.
მნიშვნელოვანია, ასევე, გავითვალისწინოთ მყიდველის ძირითადი მოთხოვნილებები, როდესაც განვიხილავთ, თუ რომელი კატეგორიის საქონელი უნდა განვათავსოთ ერთად.
განვიხილოთ ჯვარედინი მერჩენდაიზინგის მაგალითი: მყიდველი სპეციალურად სტუმრობს თქვენს მაღაზიას ყავის შესაძენად. ამავდროულად თქვენ მოათავსეთ ორცხობილების კატეგორია იმავე დერეფანში და ამიტომ მათ უნდა გაიარონ ეს უკანასკნელი, რის შედეგადაც ყიდულობენ პროდუქტს, რომლის შეძენაც არ ჰქონდათ დაგეგმილი. ეს არსებითად ზრდის მომხმარებლის სავაჭრო კალათის ზომას და შესაბამისად, იწვევს გაყიდვების ზრდას. თქვენ ასევე შექმნით სასიამოვნო სავაჭრო გამოცდილებას მათთვის, რადგან მყიდველს შეუძლია ადვილად იპოვოს ერთმანეთთან თავსებადი პროდუქტები. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ მომენტში ნაკლებად ფიქრობენ თავიანთი კალათის ზომაზე.
მერჩენდაიზინგის სხვა გავრცელებული ტექნიკებია: ფერის ბლოკირება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მერჩენდაიზინგი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სასაქონლო კატეგორია, სანამ გადაწყვეტთ, მერჩენდაიზინგის რომელი ტექნიკა გამოვიყენოთ.

მერჩენდაიზინგის ტექნიკების

მერჩენდაიზინგის ტექნიკა გამოიყენება...

მერჩენდაიზინგის სტრატეგიის

მნიშვნელოვანია მერჩენდაიზინგის...

კატეგორიის როლის განსაზღვრა

სავაჭრო ასორტიმენტის კატეგორიის როლს ირჩევს...
up